მთავარი პოლიტიკა ვაჟა დარჩია – სრულად ვუსმინე ქალბატონი პრეზიდენტის გამოსვლას და მადლობის მეტი არაფერი...

ვაჟა დარჩია – სრულად ვუსმინე ქალბატონი პრეზიდენტის გამოსვლას და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ ძველი გრეხებიც გვახსოვს

1931
0

,,ლელო საქართველოსთვისბათუმის ორგანიზაციის წევრი ვაჟა დარჩია, სრულად ვუსმინე ქალბატონი პრეზიდენტის გამოსვლას და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ამის შესახებ ვაჟა დარჩია, ,სოციალურ ქსელ ,,facebook”-ზე წერს.

,,აჭარა .  პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

,,1.საქართველოს პრეზიდენტმა ნათლად უთხრა ხელისუფლებას, რომ ის არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

2. ხელისუფლებას ეთქვა ის, რომ პარტია არ უნდა იდგეს ქართველ ხალხზე მაღლა და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა იქნეს განხილული ინკლუზიურად, მხარეების მაქსიმალური ჩართულობით

და არა პარტიულ ფორმატში, მაშინ როცა საუბარია ქვეყნის ევროპულ მომავალზე.

3. ხელისუფლებას ეთქვა ის, რომ აუცილებელია არსებობდეს გეგმა, რომლის შემუშავება მათიპრეროგატივაა,  აუცილებელია უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩანიშვნა, ევრო ინტეგრაციის მიმართულების პრეროგატივად გადაქცევა, რაშიც მაქსიმალურად უნდა იყოს  ჩართული ოპოზიცია.

4. ასევე მენიშნა საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობის საკითხი,  რომლის ანულირებაც შეუძლებელი იქნება, ესეც მესიჯია გადაგდებებული მიშელის მიმართ.

5. ოპოზიციის მიმართაც გამოთქმულ კრიტიკას დიდწილად ვეთანხმები და ვფიქრობ, რო არარის დრო დღის წესრიგში იმ საკითხების შემოტანის, რომელიც გააღრმევებს პოლარიზაციის ხარისხს და ხელისუფლებას მისცემს ისრების გადმოსროლის საშუალებას ოპოზიციის მისამართით.

მოკლედ, როგორც დავით უსუფაშვილმა თქვა ყველას მჭლე სამიანი დაგვიწერა  ქალბატონმაპრეზიდენტმა და ამით  პოლიტიკურ სპექტრს მეტი კონსოლიდაციისკენ მოგვიწოდა.

Salome Zourabichvili მადლობა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძველი გრეხებიც გვახსოვს!!!”-წერს დარჩია.