მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ვინ დაიჭერს ვაკანტურ ადგილებს?

ვინ დაიჭერს ვაკანტურ ადგილებს?

181
0

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 5 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის დასკვნითი ეტაპი მინდინარეობს. თუმცა ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის დაწყების მსურველები კონკურსზე არ გამოცხადებულან. მთავარი სპეციალისტის ვაკანსიები ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების, ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის, დონორ ოგანიზაციებთან ურთიერთობის, ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის, ქონების მართვის, ასევე საინვესტიციო პროექტების განხილვისა და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილებებში უწყებამ 20 მარტს გამოაცხადა. კონკურსანტები გასაუბრებას 11 წევრიან კომისიასთან გადიან. მესამე ეტაპზე 73 კონკურსანტიდან მხოლოდ 13 გადავიდა, განაცხადი კი სულ 226-მა მსურველმა შეიტანა. მინისტრის დავით ბალაძის განცხადებით, გამარჯვებულთა ვინაობა 2 დღეში გახდება ცნობილი, შედეგების გასაჩივრება კი კონკურსანტებს შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს ორ სამუშაო დღეში შეეძლებათ.