https://www.youtube.com/watch?v=VrTDES8lyjQ&ab_channel=%E1%83%A2%E1%83%9512TV12
საქართველოს ძველი და უახლესი ისტორია უამრავ ტკივილიან ეპიზოდს ინახავს, მრავალთა შორის, განსაკუთრებით მძიმე გახლდათ თურქეთის სამასწლიანი ბატონობა აჭარაში, საიდანაც ოსმალოს მახვილი არა მარტი ადგილობრივ მოსახლეობას ანადგურებდა, არამედ მეზობელ გურიის რეგიონსაც წვდებოდა…
სოფელ გურიანთას დასაწყისში მდებარე ეს უსახური ძმათა სასაფლაო 1918 წელს თურქებთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული პირტიტველა ქართველი ბიჭების სიმბოლურ ძეგლს წარმოადგენს, რეალური საფლავი კი აქვე, სულ რამდენიმე ათეულ მეტრში, ადგილობრივი მკვიდრის დავით ხოფერიას საკარმიდამო ნაკვეთშია აღმოჩენილი…