მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ზურაბ პატარაძე ბელარუსის ელჩს მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა

ზურაბ პატარაძე ბელარუსის ელჩს მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა

219
0
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობი განიხილეს. ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის ევროლიბერალიზაციის მინიჭება მიულოცა და ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებები უსურვა. საქართველო – ბელარუსის თანამშრომლობის ფარგლებში აქტუალურია რეგიონული თანამშრომლობაც. 2016 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და მოგილოვის ოლქს შორის გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმება, ხოლო 2015 წელს დამეგობრდნენ ქალაქი ბათუმი და ქალაქი ბრესტი. ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა ბელარუსის რესპუბლიკაში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართ და რეგიონის ციტრუსის ექსპორტის საკითხებზე. შეხვედრაზე აღინიშნა აჭარაში ბელარუსიდან შემოსული ტურისტების 25% ზრდა, რაც ბოლო წლებში აჭარა-ბათუმის ტურისტული მიმართულების პოპულარობამ განაპირობა. ,, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ბელარუსის რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაღრმავება, რომელიც საქართველოსთვის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა. ძალიან ვაფასებთ ბელარუსის მთავრობის კურსს საქართველოსთან მიმართებაში, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. მიხეილ მიატლიკოვივი 2016 წლიდან ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია საქართველოში.