მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება თბილისში მიმდინარე შიმშილობის აქციას ქობულეთიც შეუერთდა

თბილისში მიმდინარე შიმშილობის აქციას ქობულეთიც შეუერთდა

331
0

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრთა შიმშილობის აქციას, რომლის უმთავრესი მოთხოვნა სამართლიანი არჩევნები, თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომაა, საქართველოს მსხვილ ქალაქებთან ერთად სოლიდარობა ქობულეთშიც გამოუცხადეს, ალიანსის ქობულეთის ოფისში უკვე მეორე დღეა პარტიის წევრი, ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ვალერი მოწყობილი შიმშილობს, მისი განცხადებით, იმ ფონზე, როცა თავისი თანაგუნდელები სამართლიანობისთვის იბრძვიან და თვით ლევან თედიაშვილიც კი შიმშილობს, თავს უფლება ვერ მისცა შინ მშვიდად მჯდარიყო და სოლიდარობის ნიშნად აქციას ქობულეთიდან შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ვალერი მოწყობილს შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა აწუხებს, იგი ინსულინდამოკიდებულია და აქციაში მონაწილეობა მის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქადის, მიუხედავად იმისა, რომ მან თავი უკვე შეუძლოდ არა ერთხელ იგრძნო, გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.