აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საქართველოში რუმინეთის საგანგებოდა სრულუფლებიან ელჩთან, რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრეს. გამოითქვა მზადყოფნა ბათუმსა და კონსტანცას შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ.
შეხვედრაზე აღინიშნა სახელმწიფოთაშორისი სტრატეგიული თანამშრომლობა, რაცდინამიურად ვითარდება ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში.