მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 95-ე წლისთავი

თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 95-ე წლისთავი

142
0

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 95-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას დაესწრო. რეგიონის მთავრობის მეთაურმა თურქეთის კონსულს ბათუმში მაქბულე ქოჩაკს რესპუბლიკის დღე მიულოცა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, თურქეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რისი საფუძველიც არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ ქვეყნებს შორის დიდი ხნის ისტორიული და მრავალმხრივი კავშირებია. „ვულოცავ თურქ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს. მინდა მადლობა გადავუხადო სტრატეგიულ მეზობელს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის“ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თურქეთის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებულ მიღებას ბათუმში დიპლომატიური კორპუსის, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ