მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება თურქი მებაჟეები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თურქი მებაჟეები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

339
0

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.  ნათია კაპანაძე უწყებას სამართლებრივი პროცედურების გატარებას და ფაქტით დაინტერესებას სთხოვს. დილით თურქმა მებაჟეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადამღებ ჯგუფს  საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს და პასპორტები ჩამოართვეს, თან თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი. ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი და ოპერატორი ანდრო ქაჩიბაია გონიოს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.სარფში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მივიდნენ. გამშვები პუნქტის თურქულ მონაკვეთზე, თურქეთის საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებიან.  დღეს სარფის საბაჟოზე საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთისას პრობლემა შეექმნათ. ისინი თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობდნენ.