მთავარი სხვადასხვა თურქული კლინიკა „მედიკანას“ პროფესორი დიაბეტისა და ბარიატრიული ოპერაციების შესახებ… /ვიდეო/

თურქული კლინიკა „მედიკანას“ პროფესორი დიაბეტისა და ბარიატრიული ოპერაციების შესახებ… /ვიდეო/

19
0

თურქეთის წამყვანი კლინიკების ექიმთა საქართველოში ვიზიტები და ქართველი პაციენტებისთვის მიღება გრძელდება… ამჯერად სამსუნის კლინიკა მედიკანას ექიმმა – ზოგადმა ქირურგმა, პროფესორმა ქერიმ გუზელმა ბათუმში ადგილობრივი პაციენტებისთვის კონსულტაციები ჩაატარა… რა არის დიაბეტისა და ბარიატრიული ოპერაციები და რამდენად მოაქვთ მათ დადებითი შედეგები? ვისარგებლეთ შემთხვევით და ბატონ ქერიმს ამ და სხვა კითხვებზე ჩვენი მკითხველისა და მაყურებლისათვის პასუხები ვთხოვეთ…

– ბატონო ქერიმ, რა ჩივილებით მოდიან თქენთან პაციენტები?

– პირველ რიგში, ვიდრე კითხვაზე გიპასუხებდეთ, მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნანა სარიშვილს და მის გუნდს მასპინძლობისთვის. ძალიან კარგი ვიზიტი გამოვიდა. გარდა იმისა, რომ კონსულტაცია გავუწიეთ პაციენტებს. ეს იყო, ასევე, კარგი მოგზაურობა და სიახლე ჩემთვის. დიდ მადლობას ვუხდი მათ. ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება, ისევე, როგორც ჩვენი ვიზიტები საქართველოში.

ჩვენ ვართ ორი, ერთმანეთთან დაახლოებული ხალხი. ჩვენ შორის მხოლოდ სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტია და აქ ჩამოსვლა ჩემთვის არის ორი ხალხის, ორი კულტურის ურთიერთობის და თანაზიარობის მომენტი.

ახლა კი რაც შეეხება თქვენს კითხვას, ზოგადად, ბევრი ჩივილი გამოწვეულია სიმსუქნის თანმხლები დაავადებებით. მაგალითად იქნება ეს გული, სიარულის დროს ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული ხშირი შარდვა, უძილობა, წვა ფეხებსა და ხელებში, მაღალი ქოლესტერინი ან ტრიგლიცერიდები, მაღალი წნევა. რა თქმა უნდა, პაციენტის მდგომარეობას აფასებს კონსილიუმი და შესაბამისად ხდება ოპერაციის გადაწყვეტილების მიღება.

– გვესაუბრეთ მეორე ტიპის დიაბეტის შესახებ, მის გამომწვევ მიზეზებსა და დღესდღეობით არსებულ მკურნალობის მეთოდებზე.

– მეორე ტიპის დიაბეტი არის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. მიზეზი არის ის, რომ მკურნალობის გართულებების და თავად დიაბეტის მკურნალობის ხარჯები ძალიან მაღალია. ეს ძალზე მნიშვნელოვანია შრომისუნარიანობის კარგვისა და ღირებულების თვალსაზრისით.

ამჟამად, მეორე ტიპის დიაბეტის ორი მექანიზმი არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ინსულინის მიმართ რეზისტენტობა, მეორე კი ის, რომ დროთა განმავლობაში პანკრეასში მცირდება და საბოლოოდ ქრება ინსულინწარმომქმნელი უჯრედების რაოდენობა.

უნდა ითქვას, რომ ოპერაცია არ არის პირველადი მკურნალობა. პირველადი მკურნალობა არის მედიკამენტური მკურნალობა, მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც მედიკამენტური თერაპია არასაკმარისია, სწორად შერჩეული პაციენტების შემთხვევაში, ქირურგია იძლევა ძალიან მნიშვნელოვან 90-95%-იან შედეგს  და გვაძლევს  მეორე ტიპის დიაბეტისა და მასთან დაკავშირებული მეორეული დაავადებების განკურნების შესაძლებლობას.

მაგრამ ყველა პაციენტი არ არის ოპერაციისთვის შესაფერისი. აუცილებელია პაციენტის ფრთხილად შერჩევა და, რეალურად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. ამიტომ, ოპერაცია არ უკეთდება მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ ნებისმიერ პაციენტს.  აუცილებელია, შევარჩიოთ ისეთი პაციენტები, რომელთათვისაც მკურნალობის ქირურგიული მეთოდი იქნება შედეგიანი.

– რა კატეგორიის პაციენტებისთვისაა შედეგიანი ქირურგიული ჩარევა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი, რომ მას მეტაბოლური ოპერაცია ჩაუტარდეს?

– ოპერაციისთვის, დიაბეტიანი პაციენტის უჯრედები ჯერ ისევ უნდა გამოიმუშავებდეს ინსულინს. ამისათვის ჩვენ ვატარებთ C-პეპტიდის ანალიზს, რომელიც აჩვენებს ინსულინის ფარდობით წარმოებას პანკრეასში და თუ C-პეპტიდის დონე ამ ტესტებში სასურველია, ვიღებთ ოპერაციის გადაწყვეტილებას.

ეს გახლავთ პირველი კრიტერიუმი. მეორე კრიტერიუმი კი ისაა, რომ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მეორე ტიპის დიაბეტი. მესამე კრიტერიუმი, რომელსაც პაციენტი უნდა აკმაყოფილებდეს, არის სხეულის მასის შესაბამისი ინდექსი. ეს ოპერაციები შეიძლება ჩატარდეს 40-ზე მეტი სხეულის მასის ინდექსის (BMI) მქონე პაციენტების შემთხვევაში. სწორედ ასეთი პაციენტებისთვის არის ოპრაცია შედეგიანი.

30-დან 35-მდე სხეულის მასის ინდექსის (BMI) მქონე პაციენტებში, თანმხლები დაავადების შემთხვევაში დიაბეტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ასევეა ბარიატრიაშიც. პირველი კლასის პაციენტებისთვის, რომლებსაც ვუწოდებთ 30-დან 35-მდე სხეულის მასის ინდექსის (BMI) მქონე პაციენტებს, რომელთათვისაც მედიკამენტური მკურნალობა, რომელიც ასევე მოიცავს ინსულინოთერაპიას, უშედეგოა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია დღესდღეობით, რეკომენდაციას უწევენ ოპერაციას.

ასე რომ, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის შესაბამისი სხეულის მასის ინდექსი (BMI). თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის ის, რომ პანკრეასს ჯერ კიდევ ჰქონდეს ინსულინის გამომუშავების უნარი.

– როგორია წარმატებული ბარიატრიულ-მეტაბოლური ოპერაციის შედეგი?

ეს ოპერაციები შესაძლებელს ხდის როგორც პაციენტის წონის კონტროლს, ასევე კურნავს დიაბეტს 85%-90%-ით. პაციენტს არ სჭირდება მედიკამენტები ან ინსულინი, ან დიაბეტის ძალიან მარტივი მედიკამენტებით შეუძლია გააგრძელოს ცხოვრება.

ამ ჯგუფის, ანუ ბარიატრიულ-მეტაბოლური ქირურგიული ოპერაციები, მონათესავე ოპერაციებია. ამ ოპერაციებს განეკუთვნება სლივ გასტრექტომიაც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ჩატარებული ოპერაციაა მსოფლიოში.

მეორე ასეთი ოპერაციაა გასტროშუნტირება. ასევე არის ოპერაციები, რომლებსაც უპირატესობას ვანიჭებთ მხოლოდ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, რომელთაც არ აქვთ ჭარბი წონა, როგორიცაა ტრანსპლანტაცია, ინტერპოზიცია.

თუმცა, ნებისმიერი ტიპის ოპერაციის შემთხვევაში, მთავარი მიზანი არის წარმატებული ოპერაცია და მისი ეფეტურობა დიაბეტის მკურნალობისა და ჭარბი წონის თვალსაზრისით. მაგრამ დიაბეტის მკურნალობაში, ბოლო დროს გამოყენებულ კრიტერიუმებში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭრავს ინკრეტინებს. ასეთ ოპერაციებს განეკუთვნება წვრილი ნაწლავის ოპერაციები და გასტროშუნტირება. ის უფრო ეფექტურია დიაბეტის კონტროლში, რადგანაც გასტროშუნტირების შემთხვევაში, წვრილი ნაწლავის ბოლოში, ტერმინალურ ტრაქტში გამოყოფილი ინკრეტინების სტიმულირების ეფექტი უფრო დიდია, ვიდრე სლივ გასტრექტომია. აქედან გამომდინარე, ორივე ეფექტურია, მაგრამ ოპერაციები, როგორიცაა გასტროშუნტირების და წვრილ ნაწლავთან დაკავშირებული ოპერაციები, დღესდღეობით უფრო ეფექტურია.

– რა ხდება იმ შემთხვევაში თუ პაციენტი მცირეწლოვანი ბავშვია?

აქ მნიშვნელოვანია, პაციენტი შევარჩიოთ ძალიან დიდი ყურადღებით. როგორც ცნობილია, შაქრიანი დიაბეტი ძირითადად ორ ტიპად იყოფა – პირველი და მეორე ტიპის დიაბეტი. ბავშვთა დიაბეტი, ჩვეულებრივ, არის პირველი ტიპის დიაბეტი. ასე რომ, ბავშვებში მეორე ტიპის დიაბეტი არ გვხვდება.

რას ნიშნავს პირველი ტიპის დიაბეტი? ეს ნიშნავს, რომ უჯრედები, რომლებიც გამოყოფენ ინსულინს პანკრეასში, ან საერთოდ არ არსებობს ან ძალიან არასაკმარისია.

ამიტომ, ამ ოპერაციებს, ძირითადად, უპირატესობა ენიჭება ზრდასრულ ასაკობრივ ჯგუფში. თუმცა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მოზარდობის ასაკში, მაგრამ არა მცირეწლოვან ბავშვებში, ეს ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს პედიატრი ენდოკრინოლოგის რეკომენდაციით. მაგრამ რადგან ბავშვებს აქვთ პირველი ტიპის დიაბეტი, ეს ოპერაციები უმეტესად განეკუთვნება ისეთ ოპერაციებს, რომლებიც შეიძლება ჩატარდეს მოზრდილებში.

– რა სახის გამოკვლევები ესაჭიროება პაციენტს იმისთვის, რომ დადგინდეს მასთან ოპერაციის საჭიროება, როგორია თავად ოპერაციის პროცესი და რა დრო სჭირდება ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ჩვენ არ გვინდა პაციენტს ჯანმრთელობის ახალი პრობლემა შევუქმნათ. ჩვენ მისი გამოჯანმრთელება გვინდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პაციენტი შევარჩიოთ ფრთხილად და სწორად. ამ მიზეზით, უპირველესად, პაციენტს ჩვენს კლინიკაში უტარდება ძალიან მკაცრი და დეტალური სამედიცინო შემოწმება (check-up).

მაგალითად, პაციენტმა მოგვმართა საქართველოდან. პირველი დღე ეთმობა პაციენტის სრულ გამოკვლევას. იქნება ეს შინაგანი მედიცინა (თერაპია), ენდოკრინოლოგია, საჭიროების შემთხვევაში, კარდიოლოგია, სხვა მიმართულებები, როგორიცაა ნევროლოგია, ენდოსკოპია. ასევე, პაციენტი კონსულტაციას გადის ანესთეზიოლოგთან, ფსიქიატრთან.

შემდეგ ხდება მიღებული შედეგების შეფასება და თუ არ ვაწყდებით რაიმე პრობლემას, ოპერაცია კეთდება მომდევნო დღეს. ზოგადად, ეს ოპერაციები კეთდება დახურულად.

პროცედურა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ლაპარასკოპიულ ქირურგიას, ხორციელდება კამერის თანხლებით 4-5 ნახვრეტიდან მუცლის ღრუში შეღწევით. აქედან ორი ნახვრეტი ზომით თითო სანტიმეტრია, ხოლო დანარჩენი – 5-5 მილიმეტრი. ანუ, არ გვაქვს დიდი ნახვრეტები, დიდი კვეთები, ოპერაცია გრძელდება დაახლოებით 1,5-2 საათი. უცხოეთიდან ჩამოსული პაციენტების შემთხვევაში, რეკომენდებულია, პაციენტი, ოპერაციის შემდგომ, მინიმუმ 5 დღე დარჩეს სტაციონარში, რადგან თავიდან ავიცილოთ ის შესაძლო გართულებები, რომლებიც ზოგადად, ამ პერიოდში ვითარდება. ამიტომ, სასურველია, ამ პერიოდში პაციენტი იმყოფებოდეს კლინიკაში. ანუ, საკმარისია პაციენტი თურქეთში იმყოფებოდეს მაქსიმუმ ერთი კვირა. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუკი ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. მეორე მხრივ, ვინაიდან პაციენტს უტარდება დახურული ანუ ლაპაროსკოპიული ოპერაცია, მას არ აქვს ძლიერი ტკივილები. ასე, რომ ოპერაციიდან 4 საათის შემდეგ პაციენტს ვაწყებინებთ სიარულს, მეორე დღეს კი ვიწყებთ წყლის მიცემას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პაციენტი მალევე იწყებს მოძრაობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რადგანაც პაციენტი გადის ძალიან მკაცრ სამედიცინო შემოწმებას (check-up), ზოგჯერ ოპერაციიდან ერთი ღამის განმავლობაში მათ, თუმცა, არა ყველას, მხოლოდ პრობლემურებს, ვტოვებთ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ეს დამოკიდებულია ანესთეზიოლოგის გადაწყვეტილებაზე.

– შესაძლებელია თუ არა დაორსულება დიაბეტის ოპერაციის შემდგომ?

დიახ, შესაძლებელია, ოპერაციის შემდეგ იზრდება ორსულობისა და ნაყოფიერების უნარი. ამიტომ, ორსულობას ველოდებით ოპერაციიდან მინიმუმ 12, იდეალურ შემთხვევაში კი, დაახლოებით 18 თვის შემდეგ.

– და ბოლოს, პაციენტებს ასევე აინტერესებთ, იწვევს თუ არა ეს ოპერაციები კიბოს?

არა, ეს ოპერაციები არ იწვევს კიბოს, პირიქით. გამომდინარე იქედან, რომ დაძლეულია ინსულინ-რეზისტენტულობა და ესტროგენის გავლენა ორგანიზმზე, ჭარბწონანობის მკურნალობა დადებითად მოქმედებს ისეთი დაავადებებისგან განკურნებასა ან პრევენციაზე, როგორიცაა საკვერცხის და სარძევე ჯირკვლის კიბო ქალებში, პროსტატისა და მსხვილი ნაწლავის კიბო მამაკაცებში და სხვა სიმსივნური დაავადებები.

ყურადღება! ბატონ ქერიმთან ვიზიტების დასაჯავშნად

სამსუნსა და საქართველოში, დაუკავშირდით:

ქალბატონ ნანა სარიშვილს, ჯანდაცვის მიმართულებით

საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელს თურქეთის

წამყვან კლინიკათა ქსელებშიტელ: 577 59 41 59