გუშინ, ქობულეთში ტოკიოს ტელევიზიის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. იაპონელი ჟურნალისტები საქართველოში მცხოვრები დღეგრძელი ადამიანების შესახებ „ტოკიო ტვ“-ის ეთერში გადასაცემად ერთსაათიან გადაცემას ამზადებენ. ტელეკომპანია ას წელს გადაცილებული მოხუცების ცხოვრების წესისა და გარემოს შესწავლითაა დაინტერესებული, რადგან იაპონია სწორედ ის ქვეყანაა, სადაც ხანდაზმულებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.
ტოკიოს ტელევიზიის ობიექტივში ქობულეთში მოქმედი ხანდაზმულთა ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ და მისი ბენეფიციარები მოხვდნენ, ხოლო მოგვიანებით სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები 105 წლის თინა მესხიძე-ხახუტაიშვილი და სოფელ ჭახათში მცხოვრები 111 წლის ემინე ბერიძე-ანთაძე მოინახულეს. „ტოკიო TV“- ის
ჟურნალისტი რიე სუბუკი და ოპერატორი ტოშიფუნ ნაგანუმა გადაღებების მსვლელობისას აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ დღეგრძელი ადამიანების სიცოცხლისუნარიანობის, საღი აზროვნების, აბსოლუტურად ჯანმრთელი სმენისა და უსათვალო მხედველობის გამო.
https://youtu.be/hDRb8Vt09Fs