მთავარი სხვადასხვა ინგა გრიგოლია – დამიჭირე, მე კი დავუმტკიცებ მთელს ქვეყანას და ყველას, რომ...

ინგა გრიგოლია – დამიჭირე, მე კი დავუმტკიცებ მთელს ქვეყანას და ყველას, რომ შენ ხარ მოძალადე და რომ თქვენს ძალადობას შეეწირა ჩვენი კოლეგა

300
0

ირაკლი ღარიბაშვილო , პირდაპირ გეუბნები, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ, – ასე მიმარათა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, რომელიც პარლამენთან ცოტა ხნის წინ მივიდა, პრემიერ-მინისტრს.

ჟურნალისტი კოლეგებთან ერთად პარლამენტში შესვლას ითხოვს.

ინგა გრიგოლიას თქმით, პრემიერ-მინისტრი მოძალადეა .

მან მედიის წარმომადგენლებს მიმართა და მოუწოდა, ჰქონდეთ პროტესტის განცდა იმის გამო, რომ პრემიერმა ისინი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა.