მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ინფრასტრუქტურული პროექტები ხულოს მუნიციპალიტეტში

ინფრასტრუქტურული პროექტები ხულოს მუნიციპალიტეტში

270
0

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მირიან ქათამაძემ სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსთან ჯემალ სურმანიძესთან და ხულოს რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ აგარისა და ტუნაძეების საჯარო სკოლები მოინახულა.
2017 წლის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტის 55 % განკუთვნილია განათლების სფეროსთვის. ძირითადი პროგრამული ფინანსური რესურსი განკუთვნილია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე – საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია, ინვენტარით, ლაბორატორიებითა და მხატვრული ლიტერატურით უზრუნველყოფა, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
მინისტრის მოადგილის მირიან ქათამაძის განმარტებით წელს სამინისტროს პროგრამით ხულოში 10 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. დასრულდება აგარის საჯარო სკოლის მშენებლობა. სამინისტროს პროგრამით ასევე, ახალი სკოლების მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფლებში ტუნაძეები და განახლება. ასევე, დაგეგმილია 7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. შესაბამისად ობიექტთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, სამინისტროს მიზანია რაც შეიძლება მოკლე დროში, სამშენებლო ნორმების გათვალისწინებითა და მაღალი ხარისხით, დაასრულოს დაწყებული სამუშაოები.
სოფელ აგარაში განახლდა ახალი სკოლის მშენებლობის პროცესი. ამჟამად მიმდინარეობს კეთილმოწყობითი სამუშაოები. სკოლაში გათვალისწინებულია კლას კაბინეტები, ლაბორატორიებისთვის განკუთვნილია შესაბამისი კაბინეტები, სასკოლო ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი.
უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი და განახლდება სოფელ ტუნაძეებში საჯარო სკოლის მშენებლობა. პროექტის მიხედვით აშენდება 4-სართულიანი შენობა, რომელიც სამინისტროს პროგრამების ფარგლებში აღიჭურვება თანამედროვე ავეჯითა და ინვენტარით. ასევე, მოეწყობა პანდუსი შშმ პირთათვის.