მთავარი პოლიტიკა ირაკლი კუპრაძე – პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” გენერალური მდივანი გახდა

ირაკლი კუპრაძე – პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” გენერალური მდივანი გახდა

846
0

საკადრო ცვლილებები ,,ლელოშისაგანგებო განცხადება მამუკა ხაზარაძემ, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

პარტიის თავმდჯომარემ მამუკა ხაზარაძემ, გადაწყვეტილება ახალგაზრდების წინაპლანზე გაწევით ახსნა და პარტიის ახალ გენერალურ მდივნად ირაკლი კუპრაძე, წარადგინა.

ცვლილებები ასევე შეეხო ბადრი ჯაფარიძესა და დავით უსუფაშვილსაც.

,,მივიღეთ საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება. ჩვენ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ წარვადგინეთ ბადრი ჯაფარიძე. დათო უსუფაშვილს ვთხოვეთ, რომმისი საქმიანობა პარლამენტში, რომელიც არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიცენტრი და ბევრი ცვლილებებია მოსალოდნელი, მისი ძალისხმევა იქნება გადასული პარლამენტისკენ და ასევე წარვადგინეთ პარტიის ახალი გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე,

ლელოსშექმნის პროცესი იყო იმაზე, რომ ახალგაზრდა კადრები და ახალგაზრდები წამოგვეწია წინა პლანზე, სწორედ ამას ეხმიანება ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.