საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ამის შესახებპრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
“ჩვენმა სამართალდამცავებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილისდაკავების ღონისძიება. ჩვენს სამართალდამცავებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მისიგადაადგილების შესახებ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყოსრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები და შეირჩა ისეთი დროდა ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორი ყოფილიყო”, — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილმა ბრიფინგი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფოუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართა.