მთავარი პოლიტიკა ირაკლი ღარიბაშვილი – უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ლარი გამოიყოფა

ირაკლი ღარიბაშვილი – უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ლარი გამოიყოფა

218
0

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთანდაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვოფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ამის შესახებ  ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნულიგანკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის“, – აღნიშნულია განცხადებაში