იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, 13 ნოემბერს, თეა წულუკიანი პროკურორობის კიდევ სამ კანდიდატს შეხვდა: პაატა შავაძეს, რომელიც საადვოკატო კომპანია „საქართველოს ადვოკატთა გაერთიანებამ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს; ლაშა გოლუბიანს, რომელსაც რეკომენდაცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და ახალგაზრდულმა მოძრაობამ გაუწიეს; ნანა რევაზიშვილს, რომლის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე მედიაკავშირმა „ობიექტივმა“, ა(ა)იპ „ქალთა თანადგომამ“ და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წამოაყენეს.
იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორობის ყველა კანდიდატთან პირადად გასაუბრების შემდეგ მთავარი პროკურორის პოსტზე სამ კანდიდატურას შეარჩევს და მომდევნო კვირას საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. საბჭო მთავარ პროკურორს ფარული კენჭისყრით ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს, შემდგომ კი − საქართველოს პარლამენტს.
მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან შეხვედრა თეა წულუკიანმა 12 ნოემბერს დაიწყო. გუშინ იუსტიციის მინისტრი ვლადიმერ გაბრიჩიძეს, ლენა კაპანაძესა და კოტე ჭილაიას შეხვდა.

საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატმა პაატა შავაძემ მედიასთან პირობა დადო, რომ მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში არ დაივიწყებს არც ერთ დაპირებას და მუდამ საზოგადოების წიაღში იქნება.
„მე ვპირდები ჩვენს საზოგადოებას, ხელისუფლებას, რომ აღვასრულებ იმ მისიას, რასაც ჰქვია სამართლიანობის აღდგენა და დავუბრუნებ საზოგადოებას ხელისუფლებას. მე ახლავე, მედიის წინაშე საჯაროდ ვაცხადებ ჩემი მობილურის ნომერს – 599 11 41 41 და ვდებ პირობას, რომ ეს ნომერი არ შეიცვლება და არჩევის შემთხვევაში, ეს იქნება საქართველოს მთავარი პროკურორის უპირველესი ნომერი და დღისა და ღამის ნებისმიერ დროს ამ ტელეფონზე უპასუხებს საქართველოს მთავარი პროკურორი. პირადად გავცემ ნებისმიერ შემოსულ შეკითხვას პასუხს, პირადად ვიქნები ყველა უფლებაშელახული ადამიანის გვერდით, რომლებიც მიგვითითებენ, რომ რომელიმე უწყების მხრიდან დაირღვა მათი უფლებები, რომელიმე მოქალაქე დაკავებული იქნა უკანონოდ და რომელიმე დაკავებულის შემთხვევაში დაირღვა პროცესუალური ნორმები“ – განაცხადა შავაძემ.
https://www.youtube.com/watch?v=mY3K1MhCwJE