მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება კომპანია „ბორჯომი“ საწარმოო პროცესს აჩერებს

კომპანია „ბორჯომი“ საწარმოო პროცესს აჩერებს

663
0

მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი წარმოებას დროებით აჩერებს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს.

,,აჭარა .განაცახდებას უცვლელად გთავაზობთ.

გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.

კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.

იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა“. – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტს Alfa Group- ფლობს. Alfa Group-ის დამფუძნებელი კი რუსი სანქცირებული მილიარდერიმიხაილ ფრიდმანია. Alfa Group მოიცავსრუსეთის ტოპ კერძო ბანკს Alfa Bank-სა და 7 კომპანიას -. მასში IDS Borjomi International-იც შედის.