მთავარი სხვადასხვა როდის ვარაუდობს ამირან გამყრელიძე კორონა ვირუსის მე-3 ტალღის პიკს

როდის ვარაუდობს ამირან გამყრელიძე კორონა ვირუსის მე-3 ტალღის პიკს

275
0

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში იქნება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების მაჩვენებელმაც მოიკლო და 94%-ზე ჩამოვიდა.

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესებულია და ალბათ, მოსალოდნელია კიდევ უფრო ზრდა. ჰელსმეტრიკის მონაცემებით ჩვენ პიკში უნდა შევიდეთ აპრილის ბოლოს – მაისის პირველ ორ კვირაში. გაინტენსივებულია ტესტირება. გუშინ გვქონდა 30241 ტესტი და 1310 ახალი შემთხვევა არის აქედან. გამოჯანმრთელების პროცენტი ოდნავ ქვემოთ მოდის, 94%-ია. იცით, რომ ასული ვიყავით 97%-ზე. სიკვდილიანობის პროცენტი ისევ 1,3-ის ფარგლებშია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდის მსგავსი ეს პიკი არ იქნება.

ლიკა შარაძე