18 ოქტომბერს ბათუმის პორტს მსხვილი საკრუიზო ხომალდი Prinsendam ესტუმრა. ხომალდი ჰოლანდიურ-ამერიკულ საკრუიზო ხაზს ეკუთვნის. ტრაპიზონიდან შემოსულ ლაინერზე ეკიპაჟის წევრებიანად 1200-მდე მგზავრი იმყოფება, მათ შორის 850-მდე ტურისტია. ქალაქის სტუმრებს ადგილობრივი ტურისტული კომპანია „აბ ვიზიტ აჭარა“ ემსახურება. ისინი რეგიონის მთავარ ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებენ, გაეცნობიან ქართულ სამზარეულოსა და ფოლკლორს. ხომალდი ბათუმის პორტს 18:00 საათზე დატოვებს და სოჭის მიმართულებით გაემგზავრება.