ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვიქტორია ჰორვატსა და ატაშეს ეკონიმიკურ საკითხებში – გეზა როლს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და განათლების, ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ბათუმის მერმა სტუმრებს ქალაქში მიმდინარე პროექტები და ტურისტული პოტენციალი გააცნო. საუბრის დასასრულს, მხარეებმა მზადყოფნა დაადასტურეს, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ვიქტორია ჰორვატი საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბრიდან მოღვაწეობს. ელჩი აქტიურად არის ჩართული სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში ქალთა როლის გაძლიერების კამპანიაში.