საპროტესტო აქციაზე 8 ადამიანი, მათ შორის, “ლელოს” პოლიტსაბჭოს და ბათუმის საკრებულოს წევრი – ირაკლი კუპრაძე – პირველ მარტს დააკავეს.
საია–ს შეფასებით, ეს დაკავება უკანონო იყო და პოლიცია გამოხატვის თავისუფლების სტანდარტით გათვალისწინებულ უფლებებში ჩაერია.
ირაკლი კუპრაძე წინასწარი
პატიმრობიდან 42 საათის შემდეგ გაათავისუფლეს.
„ეს იყო პოლიტიკური დასჯის მცდელობა. თითოეულ მათგანს მოუწევს პასუხისგება ამუსამართლობისათვის. სახალხო დამცველთან კონფიდენციალურად შეხვედრის საშუალებაც არ მომცეს. მათ უნდათ აჩვენონ, რომ საკრებულოს წევრიც მარტივად დაკავება შესაძლებელია ყოველგვარი განმარტებისა და დასაბუთების გარეშე.” – ამბობს ადვოკატი პაატა დიასამიძე.