პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, საჯაროდ განაცხადა, რომ თუ ,,ნაციონალური მოძრაობის” მართვის სადავებს ხელში რეაქციული ძალები აიღებენ, მაშინ აღნიშნულ ოპოზიციურ პარტიასთან აღარ აპირებენ თანამშრომლობას.
,,პირველ რიგში, სხვა პარტიის შიდა საქმეები, ეს მათი შიდა საქმეებია, ეს იქნება არჩევნები თუ ა.შ. თუმცა ჩვენ რათქმაუნდა ვაკვირდებით ამ პროცესს, როგორც ყველა სხვა პარტია თუ მოქალაქე იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ამ პარტიას უბრუნდება ისეთი რეაქციული ძალები, როგორიცაა მაგალითად, ვანო მერაბიშვილი და ა.შ. მე პირადად და ჩვენი პარტია ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავთ მათთან არც თანამშრომლობის ან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების,,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.