მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის განცხადება

მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის განცხადება

207
0

თბილისში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ საპროტესტო განწყობას, გარდაცვლილი მოზარდის ოჯახისადმი თანადგომის ნიშნად მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“, გაზეთები: „აჭარა P.S.“, „ჩემი ქობულეთი“ საინფორმაციო პორტალი adjaraps.com და ტელეკომპანია TV12 მთელი არსებით უერთდება.

ჩვენ ვართ იქ, სადაც ხალხი და ჭეშმარიტი სამართალია, ჩვენ დღეს ერთ ერთმა პირველებმა გავაშუქეთ ბათუმში დაანონსებული აქცია და კვლავაც ვრჩებით მოვლენების ეპიცენტრში. თუმცა კატეგორიულად ვემიჯნებით პროცესებისათვის პოლიტიკური შეფერილობის მინიჭებას, რამეთუ დღეს არა ერთი კონკრეტული ოჯახის, არამედ ერის სულიერ, მორალურ ტრაგედიასთან გვაქვს საქმე და მიგვაჩნია, რომ ეს დიდი ტკივილი არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ საკუთარი მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენოს!

გვჯერა, ქართულ საზოგადოებას ეყოფა გონიერება არ აყვეს შესაძლო პროვოკაციებს და ერთად დგომით, მშვიდობიანი პროტესტისა და კონსტიტუციის გზით მივალთ დასახულ მიზნამდე.

მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“, ბათუმი, 2018 წლის 30 მაისი