მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საკოორდინაციო საბჭო – რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა პირველი დეკემბრიდან იხსნება

საკოორდინაციო საბჭო – რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა პირველი დეკემბრიდან იხსნება

308
0

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებულიშეზღუდვა ეხსნებათ.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, საბჭოსთან არსებული ოპერაციულიშტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, აღნიშნული ძალაში გადაწყვეტილება 1–ელიდეკემბრიდან შევა.

„რესტორნებს, რომელთაც 1-ელი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ„მწვანე პასპორტებით“, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე.

ყველა რესტორანი ვალდებულია მომხმარებელი 1-ელი დეკემბრიდან მხოლოდ „მწვანესტატუსის“ შემთხვევაში მიიღოს,“- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოქმედებს დაისინი მხოლოდ 23:00 საათამდე მუშაობენ.