საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მიმართავს მე-4 ოლქის, გონიო, კვარიათის, ადლია, აეროპორტის, ანგისის, კახაბერის და აღმაშენებლის დასახლების მაცხოვრებლებსა და ამომრჩევლებს – მხარი დაუჭირონ მათე ფუტკარაძეს
,,მინდა მივმართო მე-4 ოლქის, გონიო, კვარიათის, ადლია, აეროპორტის, ანგისის, კახაბერის და აღმაშენებლის დასახლების მაცხოვრებლებსა და ამომრჩევლებს – მხარი დაუჭირეთ მათე ფუტკარაძეს ბათუმის მე-4 ოლქში, არ გაყიდოთ თქვენი ხმები!
ამ არჩევნებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. საქართველოში, უახლოეს პერიოდში ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება. ჩვენ და მეც ძალიან ვისურვებდით, ეს პროცესი დაიწყოს ჩემთვის ძალიან საყვარელი თემიდან. მანდ ძალიან ბევრს ვიცნობ, ბევრ ოჯახში ვარ ნამყოფი და ვიცი, რა კარგი ხალხი ხართ, თქვენი იმედი მაქვს”-აცხადებს
სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება.
ბათუმის შუალედური არჩევნების შედეგები საკრებულოს ბედსაც გადაწყვეტს, სადაც ,,ნაციონალურ მოძრაობას” და ასევე სხვა პარტიებს, ,,გახარია საქართველოსთვის” და ლელოს – სულ 17 წევრი ჰყავთ, რაც თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობაზე ერთით ნაკლებია.