მთავარი ვიდეორეპორტაჟი სოფლის მეურნეობა მონიტორინგი ხორცისა და ხორცპროდუქტების სარეალიზაციო პუნქტებში

მონიტორინგი ხორცისა და ხორცპროდუქტების სარეალიზაციო პუნქტებში [ვიდეო]

405
0

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის  რეგიონული სამსახურის სპეციალისტებმა ხორცის და ყველის სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგი განახორციელეს. რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ განუმარტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები მაღალი რისკის სურსათის შენახვისა და რეალიზაციის წესებთან დაკავშირებით. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ხორცის და რძის ნაწარმის სავალდებულო ეტიკეტირებაზე გაამახვილეს ყურადღება.

„საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი“ 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ეტიკეტზე დაიტანოს სრული ინფორმაცია ხორცის წარმომავლობის შესახებ, როდის და რომელ სასაკლაოზეა საქონელი დაკლული, ცხოველის ასაკი, ვარგისიანობის ვადა და ა. შ. ამასთან,  აქტიურად მიმდინარეობს რძის ნაწარმის ეტიკეტირების კონტროლი. ბიზნესოპერატორებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები  ხორცის და ყველის შენახვის და რეალიზაციის წესებთან დაკავშირებით, რომელიც მერსი ქორფსის „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

https://youtu.be/39CiIgHujSs