მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მორიგი შეხვედრა პატიმრებთან

მორიგი შეხვედრა პატიმრებთან

243
0

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სასჯელაღსრულების ბათუმის N3 დაწესებულებაში პატიმრებს შეხვდა.

ცოტნე ანანიძე ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო, მოინახულა საკნები და გაესაუბრა 15-მდე მსჯავრდებულს. მისი განცხადებით, გამოიკვეთა ჯანმრთელობის, ასევე სასჯელის მოხდასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები. უმაღლესი საბჭოს წევრი მსჯავრდებულებს კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას და შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობას დაჰპირდა.