მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მსოფლიო სენსაცია და კიდევ ერთი საოცრება – საქართველო რკინის წარმოების ისტორიული სამშობლო

მსოფლიო სენსაცია და კიდევ ერთი საოცრება – საქართველო რკინის წარმოების ისტორიული სამშობლო

2090
0

ძვირფასო თანამემამულენო !

დიდი სიყვარულით და პატივისცემით მოგმართავთ ყველას,

საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციის განვითარების საქმეში.

დღეისათვის ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების (უპირველესად იუნესკოს) წინაშე წარსდგეს როგორც რკინის წარმოების ისტორიული სამშობლო. ამისათვის ყველა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები მზად გვაქვს.

საქმის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა საერთო ძალებით შევძლოთ სასწაულებრივად გადარჩენილი უძველესი კოლხური რკინის სადნობი სახელოსნოების შენარჩუნება, ჩაქვის ჩაისუბნის ისტორიული სახელოსნოს ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ მუზეუმ-ნაკრძალის მოწყობა.

ნიაზ ბოლქვაძის ხელმძღვანელობით აჭარაში მოღვაწე მამულიშვილებისაგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა გადაარჩინა და მეცნიერულად შეისწავლა ეს უნიკალური, ქართული და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლები.

ჯერი ჩვენზეა!

ამ მიზნის განსახორციელებლად აჭარის ა.რ. მთავრობის მიერ უკვე გამოიყო 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და გადმოეცა სიმბოლურ ფასად საქველმოქმედო ფონდს ,,წინაპართა მემკვიდრეობის გადასარჩენად“ მფლობელობაში მუზეუმისთვის, გამოიცა მეცნიერული ნაშრომები და ითარგმნა ინგლისურ და სხვა ენებზე, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის პროექტზე.

უახლოეს დროში აქ  ნებისმიერმა  მსურველმა შეიძლება  იხილოს   თუ როგორ,  ჯერ კიდევ ქვისა და ბრინჯაოს ხანაში, 3000წ.  წინ, უძველესი ჩვენი წინაპრები, კოლხეთის დაბურულ ტყეებში, საიდუმლოდ მოწყობილ სახელოსნოებში, მიწის ღუმელებში მაგნეტიტური ქვიშისაგან ადნობდნენ რკინას, რომელმაც  შემდგომ მთელ დედამიწაზე ჰპოვა გავრცელება და შეცვალა კაცობრიობის ბედი.

წინაპართა ამ უდიდესი ღვაწლის წარმოჩენა და ჩვენი თანამედროვე კაცობრიობის წინაშე აღიარება ჩვენი ეროვნული ღირსების საქმეა!

მოგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება საერთო თანადგომის საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ შესაძლებლობის ფარგლებში გაგვიწიოთ ფინანსური და მორალური თანადგომა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განსახორციელებლად, რომლითაც იამაყებდა ნებისმიერი ერი დედამიწაზე.

საბანკო რეკვიზიტებია: „საქართველოს ბანკი“, ბანკის კოდი: BAGAGE22, ანგარიშის ნომერი: GE51BG0000000161499266 მიმღები: ა(ა)იპ – საქველმოქმედო ფონდი „წინაპართა მემკვიდრეობის გადასარჩენად“.

გთხოვთ გამოგვეხმაროთ და გაუზიაროთ მეგობრებს.

წინასწარ მოგახსენებთ მადლობას გულისხმიერებისათვის.

პატივისცემით, საინიციატივო ჯგუფი:

რეზო ადამია,  მხატვარი-მწერალი, პარიზის მსოფლიო                     ხელოვნების ცენტრის მუდმივი წევრი

ვაჟა აზარაშვილი, კომპოზიტორი, რუსთაველის პრემიის  ლაურეატი

კობა არაბული, პოეტი, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი

ნიაზ ბოლქვაძე, მწერალი, ფილოსოფოსი, ნობელის პრემიის ნომინანტი

თამარ კიკნაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი, პროფესორი

გივი ინანიშვილი, ტექნიკისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, არქეოლოგი

დავით მაისურაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი   

ვანჯი მანია, ჟურნალისტი, „კავშირ გიორგი“-ს თავმჯდომარე

ოთარ ურუშაძე, პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირისა და ფაზისის აკადემიის წევრი

გურამ ქაშაკაშვილი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეტალურგი;  საქართველოს სახელმწიფო პრემიის სამ გზის ლაურეატი; ევროკავშირისა და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს განყოფილების თავმჯდომარე, კემბრიჯის უნივერსიტეტის    ბიოგრაფიული ცენტრის საბჭოს წევრი,

ვაჟა შუბითიძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური   უნივერსიტეტის პროფესორი