მუშათა შრომის დაცვის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ორგანიაზაცია «ალტერნატივას» წევრებმა აქცია გამართეს. სტუდენტების სლოგანები ტრანსფარანტებზე და შეძახილი იყო: «მუშა და არა მონა», «არა შრომით ექსპლუატაციას». შრომითი უფლებების დღე ბათუმელმა სტუდენტებმა პირველად შარშან აღნიშნეს. აქცია ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.» — ვაპროტესტებთ იმ პირობებს, რომელშიც მუშაობა იძულებით უწევთ ჩვენს ქვეყანაში, ყოველგვარი დამცავი მექანიზმების გარეშე. სწორეად ამიტომ გვაქვს ასეთი სავალალო შედეგები. უსაფრთხოების ზომების დაუცველობის გამო გასულ წელს 40-მდე ადამიანი დაიღუპა» — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზურა მელიქაძემ.

















