აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ქალაქ ბათუმის N6 საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს ნუნუ ჩაუშბას სახლში ეწვია და შობა-ახალი წელი მიულოცა
ნუნუ ჩაუშბა სამოც ათეულ წელზე მეტი, დიდი პასუხისმგებლობით ემსახურებოდა, როგორც მომავალი თაობის აღზრდის, ასევე, ახალბედა პედაგოგების პროფესიონალ კადრებად ჩამოყალიბების საქმეს. წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს ის იყო ქ.ბათუმის პედაგოგიურ სასწავლებელში რუსული ენის მასწავლებლი, ქ. ბათუმის პედსასწავლებელთან არსებული საბაზო სკოლის გამგე, 1960 – 2005 წლებში ბათუმის N6 საშუალო\საჯარო სკოლის დირექტორი. ნუნუ ჩაუშბას 1967 წელს მიენიჭა აჭარის დამსახურებული მასწავლებლის წოდება. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, „სახალხო განათლების წარჩინებულის“ სამკერდე ნიშნით, მედლებითა და საპატიო სიგელებით.
ნუნუ ჩაუშბა ყველაზე მეტად ამაყობს აფხაზების ურთიერთობისა და ნდობის აღდგენის საქმეში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვებული საპატიო სიგელით, რომელიც აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით გადაეცა. ქალაქ ბათუმის მერიამ 2014 წელს ქალბატონ ნუნუს მიანიჭა „საპატიო ბათუმელის“ წოდება.
ინგა შამილიშვილმა ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის ნუნუ ჩაუშბას მადლობა გადაუხადა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის სამინისტროს მადლობის სიგელი გადასცა.