“ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აჭარაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტოტალურად გააყალბა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრეს იმ დარღვევებზე, რომლებიც პარტიის წარმომადგენლებმა ბათუმის სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დააფიქსირეს:
– სხვადასხვა უბანზე დაკარგულია ბიულეტენები, ამის თაობაზე 56-ე საარჩევნო უბანზე დაწერილია საჩივარი. ეს არის ე. წ. სომხური კარუსელის წინაპირობა. 24-ე 55-ე 61-ე 62,-ე და 63-ე უბნებზე ამომრჩევლები რომლებსაც ჰქონდათ მარკირება, მაინც ცდილობდნენ უბანზე შესვლას. ამ ფაქტზე ჩვენმა წარმომადგენლებმა მოახდინეს რეაგირება და არ შეუშვეს ეს ამომრჩევლები უბანში.
42-ე 82-ე საარჩევნო უბნებში კომისიის თავმჯდომარე ეწეოდა ღია აგიტაციას. 32-ე უბანზე ამომრჩეველს მის გრაფაში ხელი მოწერილი დახვდა 69-ე და 48-ე უბანზე ხმის მიცემა მოხდა მარკირების სითხის გარეშე.
43-ე უბანზე ორ -ამომრჩეველს მიუვიდა საარჩევნო ბარათი, თუმცა საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა და ხმა ვერ მისცა. 15-ე 70 -ე უბნეზე მარკირების სითხე და ფანარი უვარგისი გახლდათ. 103-ე უბანზე კომისიის წევრს ხმა უნდა მიეცა მხოლოდ მერზე და პარტიაზე და მიცეს 3-ვე ბიულეტენი. 29-ე უბანზე რეგისტრატორი ამომრჩეველს აწვდიდა სპეციალურად დანომრილ ბიულეტენებს, რაც ამომრჩეველზე ზეწოლა და კენჭისყრის ფარულობის დარღვევაა.
103-ე უბანზე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ხმა მისცა მაჟორიტარს თუმცა მას ამ უბანზე მაჟორიტარისთვის ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა. ვინაიდან რეგისტრირებულია სხვა სამაჟორიტარო ოლქში.
29, 35, 56, 71, 72-ე უბნებზე 2 საათის განმავლობაში გამორთული იყო ელექტრო ენერგია, რამაც პრობლემა შეუქმნა ვიდეოგადაღებებს.
20, 61-ე უბანზე მარკირებიანმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. „საღამოს 6-საათის შემდეგ მობილიზება გაუკეთეს კრიმინალურ ავტორიტეტებს”,- აცხადებენ „ნაციონალები“.