,,ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ მერობის შემთხვევაში, მისი მოადგილე პარტია ,,ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე იქნება.
ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ე.წ. კოალიციური გუნდის წარდგენისას განაცხადა.
„მინდა, წარმოგიდგინოთ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი და ძალიან მალე თბილისის მერის მოადგილე, თქვენი საუკეთესო პარტნიორი, თქვენი მეგობარი ვინც ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ცხოვრების სტანდარტი შეიცვალოს და ამაღლდეს, ეს არის მამუკა ხაზარაძე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ავტორი: ხვიჩა მამულაძე