მთავარი პოლიტიკა ოზურგეთის მერი – ავთანდილ თალაკვაძე ორგანიზაცია „ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის“ წარმომადგენლებს შეხვდა

ოზურგეთის მერი – ავთანდილ თალაკვაძე ორგანიზაცია „ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის“ წარმომადგენლებს შეხვდა

188
0

ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე დღეს ორგანიზაციაბავშვთა კეთილდღეობის ლიგისწარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობაზე.

საინტერესო შეხვედრა გვქონდა ორგანიზაციაბავშვთა კეთილდღეობის ლიგისწარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ ადგილობრივი თვითმმართველობისა დასამოქალაქო სექტორის თანამშრომლობაზე, ოზურგეთში სერვისების განვითარებასა დაბავშვზე ზრუნვის პროგრამების მიმართულებით. ასევე, გავეცანით აშშ საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს, რომელიც ეფუძნება მერიასა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობითი პლატფორმისშემუშავებას, ბავშვზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემის შესაქმნელად.

ბავშვთა უფლებების დაცვისა და მუნიციპალიტეტის მიერ სოციალური სამუშაოს ეფექტურად წარმართვისათვის ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება“ – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.