ოზურგეთის ტექნოპარკში, #GITA- ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად 30 000 და 100 ათას ლარიანი დაფინანსება მოიპოვეს.
დღეს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარემ, ავთანდილკასრაძემ, 4 ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეა დააჯილდოვა. პროგრამაევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძედა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.
„ ოზურგეთის ტექნოპარკი – ეს არის ადგილი, სადაც იდეა, შესაძლებლობები და დაფინანსება ერთმანეთს უკავშირდება. მოხარული ვარ, რომ სამ თვეში კიდევ გამოცხადდება კონკურსი დაჩვენს თანამოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა თავიანთი ბიზნეს პროექტები წარმატებით განახორციელონ,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.