ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით ყარაბაღის მეორე ომის 2 წლისთავი და გამარჯვების დღე აღნიშნეს. სასტუმრო „შერატონში“ შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას, შესრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები. სტუმრებს სიტყვით მიმართა და ისტორიულ გამარჯვებაზე ისაუბრა ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა პარვიზ ისმაილზადამ. ღონისძიების დასასრულ საკონსულოსთან არსებული საკვირაო სკოლის მსმენელებმა ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანელი ხალხის გმირული გამარჯვების თემაზე მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს. საღამოს ორგანიზატორებმა საზეიმო ტორტის გაჭრის შემდეგ შეკრებილ საზოგადოებას ყარაბაღის ომზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიც უჩვენეს.