მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ორად ორი იუბილარი და მათი მეგობრები

ორად ორი იუბილარი და მათი მეგობრები

287
0

22 მაის ხულოს მუნიციპალიტეტს, ყველა პატარასთვის და არა მარტო მათთვის საყვარელი ორი ჯუჯა – ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი – მეგობრებთან ერთად სტუმრობდნენ. ჯუჯები წელს იუბილარები არიან. ვახტანგ ტატიშვილს 24 ნოემბერს 75 წელი შეუსრულდება, ნუგზარ კვაშალმა კი 65 წლის იუბილე 15 იანვარს იზეიმა. აღნიშნულთან დაკავშირებით საიუბილეო კონცერტი იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში გაიმართა. კონცერტზე წარმოდგენილი იყო როგორც მუსიკალური, ისე ჯამბაზის ნომრები. ბავშვების გართობაზე ჯუჯებთან ერთად, მხიარული ჯამბაზი „ვოვაც“ ზრუნავდა. კონცერტმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. კონცერტიდან შემოსული თანხა მძიმე სენით დაავადებულ ბავშვთა დახმარების კავშირ „თანადგომაში“ გადაირიცხება.