„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში“დროული კითხვები” უფლებადამცველ დავით ლორიას ფიზიკურად დაუპირისპირდა.
გადაცემაში უკრაინაში რუსეთის ომს განიხილავდნენ, რა დროსაც ლორიამ განაცხადა, რომუკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის აშშ–ს და ევროკავშირის ლიდერებისთვის უნდა დაეჯერებინა, რომ ნატო კონფლიქტში ვერ ჩაერეოდა.
„რუსული არმიის უძლეველობის მითი ჩვენმა ბიჭებმა დაანგრიეს… ჩვენ დავანგრიეთ ის, რასაცდღეს უკრაინელებიც ანგრევენ, რის ფასად? ბავშვების სიცოცხლის ფასად?“, – თქვა დავითლორიამ.
ნინო მამულაშვილმა ჰკითხა, რა უნდა ექნა უკრაინას.
„რუსეთი შემოდის უკრაინაში, კლავს ბავშვებს და შენ იძახი უნდა გაჩუმებულიყოო. რეებსბოდავ? ჭკუა გაქვს საერთოდ? გარეწარო, გამყიდველო,როგორ გიბრუნდება ენა, ამას რომიძახი“, – მიმართა ნონა მამულაშვილმა ლორიას.
ლორიას თქმით, რუსეთს ქვეყანაში „არ უნდა შემოაჭრევინო“, რასაც ნინო მამულაშვილისაღშფოთება მოჰყვა
და ლორიას ჯერ წყალი შეასხა შემდეგ კი მისკენ ხელით გაიწია.