საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო დასავლეთ საქართველოში საავტომობილო გზების ნაწილზე გადაადგილებაზე შეზღუდვები წესდება.
შეზღუდვები დაწესებულია:
- ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ146-კმ151 (ცანა-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
- ამავე საავტომობილო გზის კმ125-კმ146 (მელე-ცანა) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
- საავტომობილო გზის კმ1-კმ125 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეზღუდვები დღეს დილით ამოქმედდა:
- ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
- საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ნოემბრამდე საქართველოში იქნება წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.