დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოებრივი მაუწყებლობის აჭარის რადიოსა და ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე, მმართველთა საბჭოს წევრები და ჟურნალისტები რეგიონში მოქმედ გადაწყვეტილების მიმღებ ქალებს შეხვდნენ. დისკუსიის თემა იყო „რა სახის გადაცემის ნახვა ან მოსმენა სურთ ქალებს“. მაღალი იყო ქალბატონების აქტივობა და ტელევიზიით გასაშუქებლად ბევრი საინტერესო თემა შესთავაზეს.