მთავარი ვიდეორეპორტაჟი სოფლის მეურნეობა რეგიონში პირველი აგრომარკეტი ქობულეთში გაიხსნა

რეგიონში პირველი აგრომარკეტი ქობულეთში გაიხსნა

325
0

ქობულეთში, გვარაში აგრომარკეტი გაიხსნა. ეს არის ერთი სივრცე, სადაც აგრო წარმოების საშუალებები, მათ შორის შხამ-ქიმიკატები, ნერგები და ჩითილები გაიყიდება. 1000 კვ.მ ფართში დაახლოებით 25 სივრცეა, რაც ამდენივე კომპანიის პროდუქციის არჩევანს გულისხმობს.
აგრომარკეტის გახსნით იქმნება მიკვლევადი, ხარისხიანი აგრო პროდუქციის რეალიზაციის ცენტრი, ასევე ფართო არჩევანი იქნება მრავალი მწარმოებლის და პროდუქციის მრავალფეროვნების სახით.
მარკეტში წარმოდგენილია სოფლის მეუნეობის კუთხით დაინტერესებულ ადგილობრივი მწარმოებლები და სადისტიბუციო კომპანიები, რომელთაც საშუალება აქვთ მოახდინონ თავიანთი პროდუქციის რეალიზება და რეკლამირება. ასევე სანერგეს ტერიტორიაზე შესაძლებელია სადემონსტრაციო პროექტებისა და ტრეინინგების ჩატარება.
აგრო მარკეტის ამოქმედებით ფერმერებს საშუალება აქვთ ერთ სივრცეში შეიძინონ მათთვის სასურველი ხარისხიანი საქონელი და მიიღონ კვალიფიციური კონსულტაციები, რაც ფერმერებს დაეხმარებათ თავიანთი მეურნეობების უკეთეს მართვაში.
აგრომარკეტის ტერიტორიაზე იქნება წვდომა ფინანსურ საშუალებებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ იქვე იმუშავებენ ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან გასცენ კრედიტები აგროსაშუალებების სხვადასხვა მიმართულებებზე.
აგრო მარკეტში მეწარმეებისათვის ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემა მოხდება იჯარის წესით.
ამავე ანგარში 300 კვმ.-ზე მოეწყობა აგრომომსახურების ცენტრი, ხოლო აგრომარკეტიდან რამდენიმე მეტრში 60 კვ.მ ფართზე მიმდინარეობს ვეტერინარულ კლინიკის მშენებელობა.