რუსეთი აშშ–ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პერსონალური სანქციებს უწესებს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
პერსონალური სანქციები ასევე უწესდებათ აშშ–ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, აშშ–ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელ მარკ მილისა და აშშ–ის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს.