კონსტიტუციური პროექტის ახალ რედაქციას ხულოს, შუახევის და ქედის მოსახლეობა გაეცნო.
✪ აჭარის მაღალმთიანი რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობას, ქვეყნის უზენაეს კანონში შესატანი ცვლილებების მთავარი არსი და მნიშვნელოვანი სიახლეები, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა გააცნო.
სტიტუცია – ქვეყნის უზენაესი კანონი, განკუთვნილია სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს მობრძანდით საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და მის დემოკრატიულ განვითარებაში არიან ჩართულნი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
✪ პარლამენტის წევრმა ადგილობრივებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოთხთვიანი მუშაობის შედეგები გააცნო და კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა.
✪ მისი განცხადებით, 2010 წელს მომზადებულმა ცვლილებებმა, როდესაც საპრეზიდენტო მმართველობა საპარლამენტო სისტემაზე გადასვლით შეიცვალა, უამრავი ფუნდამენტური და იურიდიულ -ტექნიკური ხარვეზი დატოვა, რაზეც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც არსებობს. წარმოდგენილი ცვლილებებით კი სრულყოფილ ფორმას იღებს მმართველობითი სისტემა, რომელიც ოთხ ძირითად პრინციპს – ზეპარტიულ პრეზიდენტს, ძლიერ პარლამენტს, ქმედით მთავრობას და დამოუკიდებელ სასამართლოს წარმოადგენს.
ხულოში, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო – სახალხო განხილვას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.