მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება სამინისტრო საჯარო ლექციების დასაფინანსებლად კონკურსს აცხადებს

სამინისტრო საჯარო ლექციების დასაფინანსებლად კონკურსს აცხადებს

241
0
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის” ქვეპროგრამის ფარგლებში საჯარო ლექციების დასაფინანსებლად   კონკურსის მეორე  ეტაპს  აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროში საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2017 წლის 20  სექტემბრიდან  10 დეკემბრის  ჩათვლით.
საჯარო ლექციები გაიმართება როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების, მასწავლებლებისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისათვის. საჯარო ლექციის თემატიკა შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების ასპექტებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.
ელ. ფოსტა   Maka.67@mail.ru
ტელ:    577 30 41 51;   0422  24 53 78