მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება “სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების” გამოფენა-გაყიდვა

“სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების” გამოფენა-გაყიდვა

257
0

დღეს სასტუმრო “შერატონში” “სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების” მე-7 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა “BATUMI BUILD 2017”,  რომელიც სამ დღეს გაგრძელდება ოფიციალურად გაიხსნა. გამოფენის ორგანიზატორია კომპანია “GEONET EXPO”, ხოლო თანაორგანიზატორები აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია, მედია მხარდამჭერი-აჭარის ტელევიზია, გაზეთი “აჭარა”, TV25. გამოფენაზე წარმოდგენილია ახალი ტექნოლოგიები, სხვადასხვა უცხოური და ქართული კომპანიების პროდუქცია, სამშენებლო მასალები, დანადგარები, სამშენებლო აღჭურვილობა, კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები, არქიტექტურული ტექნოლოგიები, ასევე ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი. წელს გამოფენაში 7 ქვეყნის 80-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენის მსვლელობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენდაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან. გამოფენას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტი რამაზ ბოლქვაძე და სხვა ოფიციალური პირები.