მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ...

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს შეხვდა

191
0

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აჭარაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ზურაბ აზარაშვილი აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ეკომიგრანტთა განსახლების საკითხები, ჯანდაცვის კუთხით, რეგიონში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებს, ერთობლივ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებს.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა.

,,დღეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო დღე. ვწევიეთ აჭარას, შეხვედრა გვქონდა ადგილობრივ ჯანდაცვის სამინისტროში, შევხვდით მინისტრს და განვიხილეთ რეგიონის გამოწვვები ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე თუ სად იყო ჩვენი მხარდაჭერის საჭიროება. ეხლა ვიმყოფებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც წელიწადნახევარია რაც გაიხსნადა იყო კოვიდკლინიკა. დღეისათვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული როგორც ინფიცირების, ასევე ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. აქვე უნდა აღინიშნოს სასიხარულო ფაქტი, რომ დღეს პირველი დღეა, როცა კოვიდით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა“ – აღნიშნა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

,,საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აჭარის რეგიონში ადგილზე გაეცნო ჯანმრთელობისა დასოციალურ სფეროში დაგეგმილ აქტივობებს. განვიხილეთ ის სამედიცინო სერვისები, რომელიც ყველაზე მეტად მოთხოვნადი და პრიორიტეტულია რეგიონისათვის. რა თქმა უნდა, საუბაროგვქონდა რესპუბლიკური საავადმყოფოს მომავალი განვითარების გეგმის შესახებ, როგორციცით კლინიკა უკვე მრავალპროფილურია. აგრეთვე, ვისაუბრეთ სოციალური მიმართულებაზე, მოსახლეობის კმაყოფილების დონეზე, განსაკუთრებით მედიკამენტების ფასების კლებასთანდაკავშირებით, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მნიშვნელობის შესახებ, შევეხეთ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და ვაქცინაციას. შეხვედრა იყო ნაყოფიერი და ვფიქრობმოქალაქეების საკეთილდღეოდ კიდევ ბევრი საკითხი გადაწყდება” – განაცხადა შეხვედრისდასასრულს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

ზურაბ აზარაშვილთან ერთად, აჭარის რეგიონში მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის მოვალეობისშემსრულებელი გვანცა გასვიანი იმყოფებიან. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის .. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები მარი ზანაქიძე, ზურაბ თენიეშვლი და ნონა გალოგრე.