მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საქართველოს პარლამენტს ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატურა წარედგინება

საქართველოს პარლამენტს ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატურა წარედგინება

130
0

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 16 მარტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, ორი საკითხი განიხილება. დღის წესრიგის პროექტის დამტკიცებამდე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, რეგლამენტით მინიჭებული უფლება გამოიყენა და უმაღლესი საბჭოს წევრებს, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველი საკითხების რიგითობის შეცვლის წინადადებით მიმართა. კენჭისყრის შედეგად მის ამ შეთავაზებას სხდომაზე დამსწრე 20 დეპუტატიდან 16-მა დაუჭირა მხარი. კანონმდებლების განცხადებების შემდეგ, დღის წესრიგის პირველი საკითხი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. მან სხდომის მონაწილეებს ფარული კენჭისყრის პროცედურები შეახსენა, თუმცა, გარკვეული კამათი პარლამენტში აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით წარსადგენ კანდიდატთა რაოდენობის შერჩევის საკითხს მოჰყვა, რის გამოც სხდომის თავმჯდომარემ – დავით გაბაიძემ შესვენება გამოაცხადა.