საქართველოში COVID-19-ის 867 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1877 პირი, გარდაიცვალა კიდევ 30.
აჭარის რეგიონში COVID-19 73 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 77 პირი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 16-მა მოქალაქემ.
ამ ეტაპზე კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 8 პაციენტი.
რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში მკურნალობას გადის სულ 365 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 165, ხოლო ონლაინ კლინიკაში 807 პირი.