მთავარი სხვადასხვა 7 წლის განმავლობაში “ჩასუნთქული ბედნიერება”

7 წლის განმავლობაში “ჩასუნთქული ბედნიერება”

5
0

დღეს, 3 ოქტომბერს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ დაარსებიდან მე-7 წლისთვს აღნიშნავს, იგი 1997 წელს გაიხსნა და დღეისათვის არის ფილტვების ქრონიკული დაავადებების სტაციონარული ტიპის პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი სარეაბილიტაციო დაწესებულება როგორც საქართველოში, ასევე მთელ სამხრეთ კავკასიაში.

ცენტრი განკუთცნილია 100 ბენეფიციარისათვის. დამფუძნებელია „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“, რომელმაც შეიმუშავა ფილტვების ქრონიკული პათოლოგიების რეაბილიტაციის პირველი გაიდლაინი და პროტოკოლი. ცენტრი წარმატებით თანამშრომლობს ქვეყნის მოწინავე, სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებთან და მომიჯნავე დარგების წამყვან სპეციალისტებთან.
ცენტრი დაარსდა ფონდი „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის უშუალო მხარდაჭერით საგანგებოდ აშენებულ და აღჭურვილ, ახლადაშენებულ, უახლესი ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმროს ტიპის შენობაში. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პატრონაჟით ცენტრი აღიჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურითა და დანადგარებით. მას გააჩნია სასტუმროს ტიპის კეთილმოწყობილი ოთახები, მათ შორის საგანგებოდ შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებული ნომრებითა და ინფრასტრუქტურით, საუკეთესო სამზარეულო და სასადილო დარბაზი 4-ჯერადი კვებით, ფიტნეს დარბაზი, თანამედროვე სამედიცინო კვლევებისა და მკურნალობის მრავალფეროვანი არსენალი, შენობის უახლესი ტექნიკით, სახანძრო უსაფრთხოებისა და დაცვის სისტემებით აღჭურვილი მეურნეობა.
სახელმწიფო პროგრამით 20-დღიანი უფასო მკურნალობა უტარდება მკვეთრი და მნიშვნელოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, დროებით ადგილნაცვალ მოქალაქეებს ,სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლებს, ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანებს, მავნე და მომეტებული საფრთხის შემცველ გარემოში დასაქმებულ ადამიანებს. დაარსებიდან დღემდე ცენტრში უფასო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სარეაბილიტაციო მკურნალობა გაიარა 6000-მდე ბენეფიციარმა.

2021წლიდან სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთნენ კოვიდ-19-ის გადატანის შემდგომი პერიოდის,ფილტვების ქრონიკული პათოლოგიით დაავადებული პოსკოვიდური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბენეფიციარები. ამ ფაქტს ანალოგი არ აქვს მთელ მსოფლიოში. ჯერ კიდევ პანდემიის პირობებში ქართულმა სახელმწიფომ არათუ თეორიულად დაიწყო მზადება პაციენტთა პოსტკოვიდური რეაბილიტაციის პროცესისათვის, არასმედ პრაქტიკულად, სრულად სახელმწიფოს დაფინანსებით განახორციელა პოსტკოვიდურ პაციენტთა რეაბილიტაცია „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ ბაზაზე. ამ უპრეცედენტო მოვლენას სამართლიანად შეიძლება ეწოდოს „ქართული ფენომენი“.
ცენტრს პერიოდულად უხდებოდა საქმიანობა განსხვავებული პროფილით, ხან კოვიდ კლინიკად, ცხელების ცენტრად თუ საიზოლაციო დაწესებულებად. „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ იყო პირველი საკარანტინე სივრცე, რომელიც შეიქმნა საქართველოში კორონა ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევების გამოვლენისთანავე.
„აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ ნაყოფიერად თანამშრომლობს ქვეყნის სამხარეო ადმისტრაციებთან და მუნიციპალიტეტებთან, განსაკუთრებით აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობებთან,ასევე ქ.თბილისის მერიასთან, საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებთან, სახელმწიფო თუ კერძო სექტორის შესაბამისი დარგების საწარმოებთან და ბიზნესოპერატორებთან, თავდაცვის სამინისტროსთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან,ავღანელთა კავშირთან, სხვადასხვა არასამთავრობო, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან. აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერა ,რომელთა ინიციატივითაც ცენტრს გადაეცა მნიშვნელოვანი დახმარება ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით, კერძოდ გერმანულმა მხარემ ცენტრს გადასცა სასუნთქი სისტემის ფუნქციონალური კვლევის უნიკალური, მაღალტექნოლოგიური აპარატი – ბოდიპლეტიზმოგრაფი, ხოლო ნატოს ევროპის სარდლობის პროექტის ფარგლებში გადაეცა სხვადასხვა სამედიცინო და სარეაბილიტაციო დანიშნულების აპარატურა, უახლესი მაღალი გამავლობის ავტომობილი და მიკროავტობუსი.
კვლავაც გრძელდება მუდმივი ყურადღება და თანადგომა ფონდი „ქართუს“ მხრიდან, დასახულია მომავალი საქველმოქმედო, ტექნიკური დახმარების პროექტები.
„აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგში შემავალ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებს შორის პირველი კლინიკაა, სადაც დაინერგა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP), სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა, რომელიც ემსახურება კვების პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების პროცესში ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების წარმოქმნის პრევენციას და მის აღმოფხვრას.

ცენტრმა საკუთარი ელექტრომომარაგების 80% ჩაანაცვლა განახლებადი ენერგიით – მზის პანელებით წარმოებული, შედარებით იაფი ელექტროენერგიით.ეს მათი მცირე წვლილია აბასთუმნის, როგორც ეკოლოგიურად უნიკალურ სუფთა კურორტად ჩამიყალიბების,ასევე განახლებადი ენერგიების წარმოების წახალისებისა და პოპულარიზაციის საქმეში.
ცენტრის საქმიანობის ძირითად ლაიტმოტივს მიწოდებული მაღალხარისხოვანი სამედიცინო სერვისის სტანდარტის განუხრელად დაცვის პირობებში, წარმოადგენს ცენტრში ბენეფიციართათვის შინაურული, ოჯახური გარემოს შექმნა, რომლის ეფექტურობის დადსტურებასაც წარმოადგენს მრავალი სამადლობელო გამოხმაურება მასმედიით, სოციალური ქსელებით თუ ის თბილი, კეთილმოსურნე ჩანაწერები, რომელებიც მრავლადაა ცენტრის ფოიეში განთავსებულ ე.წ. სამახსოვრო, მადლიერების კედელზე. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ წარმატებული საქმიანობისათვის და ადიგენის მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ ორ წარმომადგენელს, ცენტრის უხუცეს ექიმ-პულმონოლოგ თამაზ ჯიჯეიშვილსა და ცენტრის დირექტორს რევაზ ჟღენტს მინიჭებული აქვთ ადიგენის საპატიო მოქალაქის წოდება, თავად „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ კი არის პრესტიჟული ყოველწლიური დაჯილდოების „ქართული ბრენდის“ 2021წლის გამარჯვებული ნომინაციაში “რეპუტაცია და ნდობა”.
ცენტრის თითოეული თანამშრომლის მონდომებითა და თავდაუზოგავი შრომით შეძლებისდაგვარად ხორცი ესხმება სურვილს – აჩუქონ ყველა პაციენტს სიხარულისა და ბედნიერების პატარა ნაპერწკალი, რომელსაც გაატანენ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში და ისინიც თავის მხრივ გადასცემენ სხვებს ამ მოწოდებას

  • “იყავი ჯანმრთელი,შეისუნთქე ბედნიერება!” – ეს ცენტრის მთავარი სლოგანია და მართლაც ამ 7 წლის მანძილზე ვინ უწყის, რამდენ ადამიანს მიეცა ამ “ბედნიერების ჩასუთქვის” საშუალება. წარმატებები, სიხარული და კვლავაც მრავალი წელი ნაყოფიერი საქმიანობა ვუსურვოთ ბატონ რეზოს და მის შესანიშნავ გუნდს!