მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საშობაო ალილო – აღდგენილი ტრადიცია…

საშობაო ალილო – აღდგენილი ტრადიცია…

423
0

7 იანვარს, ქრისტესშობის საუფლო დღესასწაული ტრადიციულად სარკმელში ანთებული საშობაო სანთლით, საშობაო ღვეზელითა და ალილოთი აღინიშნა. ტაძრებში აღვლენილი საზეიმო წირვა-ლოცვის შემდეგ საქართველოს დაბებსა და ქალაქებში მრევლმა სახალხო მსვლელობა მოაწყო და ტაძრებიდან ქუჩებში გადაინაცვლა. მეალილოები ღვთის სადიდებელ საგალობლებს ასრულებდნენ და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავდნენ თანამოქალაქეებს. ალილოს დროს შემოწირული პროდუქტები უმწეო და სოციალურად დაუცველ ადამიანებს დაურიგდება. უძველესი ტრადიცია რამდენიმე წლის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.