მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა…

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა…

180
0

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, თავდაცვის სამინისტროსა და ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის ორგანიზებით, აღმასრულებელ დონეზე ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ.შეხვედრაზე მონაწილეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მიმართეს.

უწყების ცნობით, ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი შეხვედრა საქართველოს მდგრადობის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მსგავსი სახის პროგრამები ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მტკიცე თანამშრომლობას.

სოფიო პაქსაძე